სოციალური მუშაკები ორშაბათიდან გაფიცვას გეგმავენ

14 იანვარი 2022, 11:17 842 ნახვა

სოციალური მუშაკები ორშაბათიდან გაფიცვას აანონსებენ. ისინი დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში ითხოვენ  ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, თუმცა წინა საგაფიცვო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მათ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებაც დატოვეს.

ორშაბათიდან გაფიცვას ქვეყნის მასშტაბით 390 სოციალური მუშაკი აპირებს.

ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტი გაგრძელდება. ისინი ხელფასების 100%- ით გაზრდას, ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებას, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი