13 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 563 ახალი შმთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 612. მძიმე პაციენტია 125, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი.
2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 - თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი.