საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქობულეთის სანაპირო ზოლის პროექტის მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო. ქობულეთი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ბულვარით შეხვდება.
"ახალ სეზონს ქობულეთი განახლებული ბულვარით შეხვდება. როგორც ვიზიტორების, ასევე ადგილობრივებისთვის შეიქმნება ყველა ის საჯარო სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია მათი დასვენებისთვის"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.