საქართველოს სუპერთასი 20 თებერვალს ჩატარდება, ეროვნული ლიგა კი 26 თებერვალს დაიწყება

12 იანვარი 2022, 16:00 1098 ნახვა

საქართველოში საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს სუპერთასის შეხვედრით დაიწყება. საქართველოს ჩემპიონი "დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება უშუალოდ ეროვნული ლიგას 26 თებერვალს დაიწყება. ეროვნული ლიგა 2 28 თებერვალს, ლიგა 3 და ლიგა 4 შედარებით მოგვიანებით 4 აპრილს აიღებს სტარტს.

26 თებერვალს ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულ ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში