ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ესპანეთის მთავრობას საკითხზე დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს. თუმცა ესპანეთის ამ გადაწვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.
ჯანმოში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია, რადგან მიაჩნიათ, რომ ამისთვის აუცილებელია, ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ ხდება.