ლიდერ ქალთა კლუბის შეხვედრა ბათუმში

11 იანვარი 2022, 17:01 879 ნახვა

„ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო“ -ორგანიზაციამ ბათუმში „ლიდერ ქალთა კლუბის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ბათუმელი ქალი მეწარმეები ესწრებოდნენ. კლუბი ქალებს საშუალებას აძლევს საკუთარი საქმიანობა და უნარები  საზოგადოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გააცნონ.

ორგანიზაცია მარტში  წარმატებული საქმიანობის მქონე ბიზნესმენ ქალებს დააჯილდოვებს. 

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე პრეზიდენტის ლალი მოროშკინას თქმით, კლუბის მიზანია ქალი მეწარმეების როლი გააძლიერონ საქართველოს ყველა რეგიონში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში