სოფელ კაპრეშუმში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ ეკალ-ბარდი იწვის.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.