ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

10 იანვარი 2022, 12:20 1082 ნახვა

დღეს ნიკო კვარაცხელიას სასამართლო პროცესი გაიმართება, დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულებისგან დამკვეთების დასახელებას მოითხოვს. საქმესთან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული,   აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებს, თუმცა უარყოფს   ჯგუფურად მოქმედებას.

დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულები დამკვეთის დასახელებას არ აპირებენ. პროკურატურა   შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობს, საქმეში ფიგურირებს ბუსა ჟვანიაც,  ზურაბ ჟვანიას შვილი, თუმცა, როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანია სამართალდამცველებს ამ დრომდე ჯერ არ დაუკითხავთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში