ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

08 დეკემბერი 2021, 18:10 1241 ნახვა

ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, დაკავებულია   წარსულში ნასამართლევი მამაკაცი. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ  მან  კომპანია "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურში  თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული - 550 ლარის ოდენობით. შემთხვევის ადგილიდან  კი მიიმალა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას  ითვალისწინებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში