სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე პასუხისმგებელი ექვსივე შპს-ე დააჯარიმა.
აღნიშნულის მიზეზი კომპანიებზე დაქვემდებარებულ სამარშუტო ტაქსებში მგზავრთა გადაყვანის საფასურის 70 თეთრამდე თვითნებური გაზრდა გახდა. მუნიციპალურ ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფს ქალაქის საკრებულო განსაზღვრავს და დადგენილების მიხედვით მგზავრობის საფასური ამ დრომდე 50 თეთრს შეადგენს.