ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე შეხვედრას გამართავენ

07 იანვარი 2022, 10:01 885 ნახვა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინასა და მის საზღვრებთან არსებული მდგომარეობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები დისტანციურად გაიმართება.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უსწრებს 12 იანვარს დაგეგმილ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ.

მოსკოვი დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ერთ-ერთ პუნქტად გულისხმობს იურიდიული დოკუმენტის მიღებას, რომ  ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და შეწყვეტს სამხედრო აქტივობას რუსეთის საზღვრებთან.

საპასუხოდ, ნატო-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს რომელ ალიანსში გაწევრიანდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი