ფილადელფიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

06 იანვარი 2022, 11:08 778 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შვიდი მცირეწლოვანია. მედიის ცნობით, ცეცხლი შენობაში ადგილობრივი დროით 06:00 საათისთვის, ჯერ დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სამსართულიან კორპუსში 26 ადამიანი იმყოფებოდა.

ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კორპუსის რვა მცხოვრებმა შენობის დატოვება დამოუკიდებლად შეძლო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი