ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 7 იანვარს შეხვედრას გამართავენ. ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში შედგება.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას უკრაინასა და მის ირგვლივ, ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხებს.
შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.