მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 295 მილიონს გადააჭარბა

05 იანვარი 2022, 11:07 655 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 295 მილიონს გადააჭარბა, - მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონ 470 ატასზე  მეტი ადამიანი ემსხვერპლა.   

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 58 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 35 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი