ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, სემეკის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა სემეკის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა. განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org"- აცხადებენ კომისიაში.