ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა კვლავ განაახლა.
დირექტორის ინფორმაციით, საწარმო მინიმუმ 15-ათას ტონა არასტანდარტულ მანდარინის მიღებას და გადამუშავებას გეგმავს. წელს სუბსიდირების მიღების წესიც იცვლება.
მოქალაქე არასტანდარტულ მანდარინში 20 თეთრს მიიღებს, საიდანაც 10-თეთრს საწარმო იხდის, 10-ს კი სახელმწიფო. იმისთვის, რომ საწარმოს ზარალი არ მიადგეს, სახელმწიფო 5 თეთრით მასაც დაუსუბსიდირებს.
ამ დროისთვის საწარმომ, 7 400 ტონა არასტანდარტული მანდარინი მიიღო და გადაამუშავა, საიდანაც მანდარინის კონცენტრატი მიიღო.