თურქეთში მეხუთე ბუსტერულ დოზას დაუჭირეს მხარი

04 იანვარი 2022, 14:38 1110 ნახვა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანების კონკრეტული ჯგუფისთვის კოვიდსაწინააღმდეგო მე-5  ე.წ. ბუსტერით აცრას დაუჭირა მხარი.

მე-5 დოზაზე ჩაწერას შეძლებენ პირები, რომლებიც ჩინური სინოვაკის და ბიონტეკის ვაქცინების 2 დოზით სამი თვის წინ აიცრნენ.

ბუსტერული დოზის ჩასატარებლად ქვეყანაში სამამულო წარმოების ტურკოვაკის ვაქცინას სთავაზობენ.

ტურკოვაკით თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა  საჯაროდ აიცრა.

თურქეთში 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 83%-ზე მეტი სრულად არის აცრილი, 91,6% კი - მხოლოდ ერთი დოზით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი