აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობის შედეგად დამეწყრილი ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
მათივე ცნობით, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა.