დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები მაღალმთიანეთში

03 იანვარი 2022, 17:46 909 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში. მიწის მასა დაახლოებით 7 ლოკაციაზე  , მათ შორის, წონიარისში, ზვარეშიუჩხითში,  ოქტომბრის თემის სოფლებში ჩამოწვა. სოფელ დანდალოს გზა გაიწმენდა. ქედის მერის ინფორმაციით, შედარებით რთული ვითარებაა  ქედა-მერისი- გუნდაურის მიმართულებით,  სადაც  გუშინ და დღეს მეწყერი  რამდენჯერმე ჩამოწვა. ქედაში-7 ერთეული  მძიმე ტექნიკა  მუშაობს.უამინდოსბის გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც შეექმნა.  შუქი მოსახლეობის ნახევარზე მეტს ამ დრომდე  არ მიეწოდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში