სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის

31 დეკემბერი 2021, 11:49 1131 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ნაბიჯებით დაემუქრა, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის კიდევ შეიჭრება უკრაინაში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში“, – ნათქვამია თეთრი სახლი განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში