ბათუმის საკრებულო უფუნქციოა, ''ქართული ოცნების'' ფრაქციის წევრებმა კი ერთ თვეში 12 900 ლარი აიღეს - ოპოზიცია

31 დეკემბერი 2021, 11:31 1105 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ამბობენ, რომ მაშინ როცა საკრებულოს უფუნქციოა, ''ქართულმა ოცნებამ'' ფრაქცია დაარეგისტრირა, რომელსაც ერთი თავმჯდომარე და ხუთი მოადგილე ჰყავს. 

თავმჯდომარის ანაზღაურება 2900 ლარია, მოადგილის ხელფასი კი 2 000 ლარით განისაზღვრა. 

რეზო ხარაზის თქმით, სამი დეკემბრის შემდეგ არცერთი კომისიის და კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულა. საკრებულოს არ ყავს თავმჯდომარე და უფლებამოსილებას ვერ ასრულებს, პარალელურად კი ოცნების დეპუტატები გაზრდილ ხელფასებს იღებენ. 

''მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ, ამ ყველაფერში ფრაქციის თავმჯდომარემ აიღო 2 900 ლარი. ჯამში კი უფუნქციო ფრაქციამ გახარჯა 13 000 ლარი. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ბათუმში წლის ბოლოს დამატებით 1 300 ოჯახი გყვავს სოციალურად დაუცველი. მოვუწოდებთ ''ქართულ ოცნებას'' ეს ფული ბიუჯეტში დააბრუნოს'' - განაცხადა რეზო ხარაზმა. 

''ლელოს'' წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' წევრები მხოლოდ ერთ სხდომას ესწრებოდნენ, დანარჩენ ორ შეხვედრაზე კი, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მოიწვიეს საერთოდ არ გამოცხადებულან. 

''ჩანს ასევე შიდა დამოკიდებულება საკუთარი წევრების მიმართ, სადაც 16 ადამიანია მათი დეპუტატი, თუმცა მხოლოდ 6 ადამიანი, თანამდებობის პირები იღებს ამ თანხას. ჩვენს შეკითხვაზე მათი პასუხია, რომ ჩვენც დავარეგისტრიროთ ფრაქციები და ჩვენც მივიღოთ ხელფასები, ეს არის უნამუსო შეთავაზება. ამის შესაძლებლობა ისედაც ჰქონდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა ეს არ გააკეთა. აქ არის პრინციპული საკითხ თუ რას მიესადაგება კრიტიკა, კრიტიკა მიესადაგება კორუფციას, უსამართლო ხარჯვას" - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ ქართული ოცნების“ ფრაქციას ბათუმის საკრებულოში თენგიზ აფხაზავა ხელმძღვანელობს. მისი მოადგილეები არიან: ზურა ნაკაიძე, გოჩა მგელაძე, ნერიმან ცინცაძე, მინდია გოგუაძე და რიჩარდ სირაბიძე.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი