,, დებატები განათლებისთვის’’- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთ სემესტრიანი კურსი სტუდენტებისთვის დაასრულა. 50-მა სტუდენტმა, რომლებიც მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდნენ მოისმინეს ლექციები: ლოგიკურ მსჯელობასა და უნარების გამომუშავებაზე. ,,დებატები განათლებისთვის’’ არჩევითი საგანია, რომელსაც ,,დებატების ინსტიტუტიდან’’ მოწვეული ლექტორები კითხულობენ. პროექტს გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდი განათლების სამინისტროსთან ერთად აფინანსებს.