ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2. ლარსა და 66 თეთრიან ნიშნულს გადასცდა. ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებში ვალუტა 100 დან 200 პროცენტამდეა გაუფასურებული და ამ მხრივ საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ლარი 60- დან 65 პროცენტამდე გაუფასურდა. კვირიკაშვილმა ოპონენტებსაც უპასუხა და მათ განცხადებებს მთავრობის არასწორ მიდგომებზე, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა.