კონკურსი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად

29 დეკემბერი 2021, 12:32 793 ნახვა

ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა. მსურველებს განაცხადების წარდგენა 11 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს  25 წლის ასაკიდან პირი,  რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ცესკოს წევრობის კანდიდატიც უნდა იყოს  უპარტიო და  ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში