ბათუმის,როგორც UNESCO-ს მუსიკის ქალაქის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე. უწყების ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ გაავრცელა.