წარმატებული წელი იყო, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და 5 მილიონზე მეტი ვაქცინა - ირაკლი ღარიბაშვილი

28 დეკემბერი 2021, 00:30 778 ნახვა

გამოწვევებით აღსავსე, საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში "ტვ იმედის" ეთერში განაცხადა, სადაც 2021 წელს განვითარებული მოვლენები შეაჯამა.

პრემიერის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა,

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებული წელი გვქონდა. ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი იყო წლის დასაწყისში არსებული ვითარება, ეპიდსიტუაცია, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია - პარლამენტი იყო პარალიზებული, ქვეყანა იყო მუდმივი საბოტაჟის წინაშე - არჩევნები, ეს გამოცხადებული რეფერენდუმი. დღეს თუ შევაფასებთ სად ვართ და კიდევ ერთხელ შევაფასებთ როგორ გავიარეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მართლა წარმატებულ წელი იყო.

წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას რეალურად მივეცით არჩევნის საშუალება. უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. არჩევნები მოვიგეთ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში და ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში. დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ყოველგვარი სპეკულაცია და რეალურად ყველა კითხვა მოიხსნა შესაძლო, თეორიულ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ თითქმის 47% და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნები.

რაც მთავარია, არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ საკმაოდ დიდი პროვოკაცია და სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ დეტალურად ვიცოდით მათი გეგმების შესახებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი