საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარამ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

27 დეკემბერი 2021, 18:26 1434 ნახვა

ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონები და პრიზიორები სულ 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

გუნდური პირველი ადგილი 181 ქულით აჭარელმა ფალავნებმა მოიპოვეს. მეორე ადგილზე ოზურგეთი გავიდა, ხოლო მესამეზე კი გარდაბანი.

აჭარამ საერთო ჯამში 12 მედალი მოიპოვა. აქედან 4 ოქრო,1 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

ოქროს მედლები:

  • 60 კგ. ფრიდონ აბულაძე,
  • 67 კგ. დიეგო ჩხიკვაძე,
  • 82 კგ. გელა ბოლქვაძე,
  • 130 კგ. ლევან არაბული.

ვერცხლის მედალი:

  • 72 კგ. ოთარ აბულაძე.

ბრინჯაოს მედლები:

  • 60 კგ.ირაკლი შავაძე.
  • 63 კგ. რატი ხოზრევანიძე,
  • 63 კგ. ქერიმ მაჩალიკაშვილი.
  • 72 კგ. თორნიკე მიქელაძე,
  • 77 კგ.ხვიჩა ანანიძე,
  • 82 კგ. აჩიკო ბოლქვაძე,
  • 87 კგ. ვახტანგ ხალვაში.

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ბათუმში 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი