გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული რეჟიმზე - ნიკა მელია 

27 დეკემბერი 2021, 16:25 656 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ნიკა მელიას თქმით, პროცესი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ აქვს.

"თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად მეგობრებთან ერთად უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ, ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. 

რა არის ჩემთვის სამოქალაქო თანხმობა?  ჩემთვის ამ ეტაპზე მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ახლა ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები და ძალიან ბევრნი ვართ. მომავალზეც უნდა შევთანხმდეთ.  რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი. არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში გართულდება'' - განაცხადა მელიამ. 

''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში არსებული ვითარების სწორი აღწერა აქვს

''ამ საკითხზე საჯაროდაც ისაუბრა ჩემდა გასაკვირად. როდესაც ის აღიარებს  რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები, დიახ ეს არის განსხვავებული, რამ რაც ბოლო წლებში მომისმენია

შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, რომელიც თავისი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს", - თქვა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი