რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები უკვე მზადაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დაწესდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, სანქციები აშშ-თან არის შეთანხმებული. „უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია დაექვემდებარება სანქციებს უზარმაზარი შედეგებით. სანქციები უკვე მზად არის. ევროპის ქვეყნები გაერთიანებულები არიან და მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ერთად” – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.