ჯანმოს განცხადება ომიკრონი

25 დეკემბერი 2021, 18:19 1024 ნახვა

 „კოვიდ-19“-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ეპიდემიოლოგები აცხადებენ. მათი ცნობით, ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც ვირუსის შემთხვევები დასტურდება, „ომიკრონი“ ვრცელდება მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი“.„ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ორ-სამ დღეში ორმაგდება. მეორე მხრივ, სამხრეთ აფრიკის, გაერთიანებული სამეფოსა და დანიის ადრეული სტადიის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შტამს აქვს ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი რისკი, ვიდრე „დელტას“. პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 122 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 23 000-ზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტით არის ინფიცირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი