გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 122 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, ვირუსს კიდევ 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო 7 დღის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს უკავშირებენ. ბევრ ინდუსტრიასა და სატრანსპორტო ქსელს პერსონალის დეფიციტთან გამკლავება უწევს, რადგან დაინფიცირებული თანამშრომლები იზოლაციაში იმყოფებიან.