უკრაინის სასამართლო

25 დეკემბერი 2021, 12:42 1116 ნახვა

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ხელი მოაწერეს შუამდგომლობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების თაობაზე, - ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის პეტრო პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის შესაბამისი ნებართვა გასცა. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის სეპარატისტებისგან შეძენას. ის დაკითხვაზე 23 დეკემბერს დაიბარეს. პოროშენკომ, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, განაცხადა, რომ ქვეყანაში იანვრის პირველ ნახევარში დაბრუნდება და შემდეგ ისაუბრებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში