4 ადამიანი დაშავდა ჩიკაგოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლისას. შემთხვევა გარეუბან ოუკ-ბრუკში ნაშუადღევს მოხდა. პოლიციის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ფოიეში ორმა ნაცნობმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულთა შორის სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანია. მეორე- სამართალდამცველებმა დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ჯეიმს კრიუგერმა მომხდარს ძალიან ტრაგიკული ინციდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის მოტივი უცნობია.