დიდთოვლობა და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

23 დეკემბერი 2021, 18:15 1236 ნახვა
00:00
00:00

მაღალმთიან აჭარაში  ისევ  თოვს. გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს კი ამ წუთებშიც ებრძვიან. შეფერხებულია გადაადგილება და  დაზიანებულია ელექტროსადენები.  ენერგოპროჯორჯიას ინფორმაციით, დღის ბოლომდე ელექტროენერგია აღდგება. დაბაში მოსახლეობას წყლის პრობლემა ჰქონდა.  ლიპყინულის გამო გადაადგილება გართულებულია ცენტრალურ გზაზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა მოძრაობა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატზე გადავიდა , დროებით არ მუშაობს ბაღებიც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი