პრეზიდენტთან შეხვედრები გრძელდება

23 დეკემბერი 2021, 15:07 2138 ნახვა

პოლიტიკოსები კი დიალოგის რეჟიმში არიან. შერიგების გზებსა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ხერხებს სალომე ზურაბიშვილთან ერთად ეძებენ. ცდილობენ ეროვნულ შეთანხმებამდე მისვლასაც, თუმცა რა პერსპექტი აქვს სალომე ზურაბშვილის ინიციატივას, როცა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას კონკრეტული პირობა აქვს-ამის პროგნოზი თავად პროცესში ჩართულ მხარეესაც უჭირთ.  ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი  პოლიტიკოსებთან  კონსულტაციებს არ წყვეტს, რასაც დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩიც გამოეხმაურა. დიპლომატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში