ბათუმში შტორმმა პირსის ნაწილი წაიღო

23 დეკემბერი 2021, 11:56 3671 ნახვა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შტორმმა პირსის ნაწილი დაანგრია. 

ჩამონგრეულია პირსის შუა ნაწილი.  დაზიანებულია ახალ ბულვარში ინფრასტრუქტურა და ასევე პირსთან ახლოს მდებარე რესტორნის ნაწილი. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად თევზაობენ, დღეს მისულებს კი პირსი დაზიანებული დახვდათ. 

აღნიშნული ტერიტორია ტურისტულად აქტიური ზონაა. ზაფხულში პირსთან ათობით ადამიანი იკრიბება. 

მაუწყებელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. როდის მოხდება დაზიანებული ხიდის აღდგენა, განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ბათუმში ორი დღეა ძლიერი წვიმა იყო, ზღვაზე კი 4 ბალიანი შტორმი. 

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში