23 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი 149 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 521, მძიმე პაციენტია 130, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 პირი.
1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 - თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.