23 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 68 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 767 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 437 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 020, „პისიარ“-ტესტით – 18 417.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 918 641 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 873 178 გამოჯანმრთელდა, 13 289 კი, გარდაიცვალა.