შესაძლოა, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალოს პირი ვისაც "ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული - გამყრელიძე

22 დეკემბერი 2021, 13:31 1143 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ის პირი ვისაც "ბუსტერ"დოზა ექნება გაკეთებული, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს.

"ჩვენი წინადადებაა და ამას განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ბუსტერიზირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწრაფად ვერ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, აიცრან "ბუსტერ" დოზით"," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე განცხადებით, ხვალ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე "ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდის შემცირებაზე იმსჯელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი