დღიური ინფიცირების მონაცემები არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს - ამირან გამყრელიძე

22 დეკემბერი 2021, 13:26 753 ნახვა

ამირან გამყრელიძის თქმით, მაჩვენებლების კლების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს, რადგან კოვიდინფიცირების დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მაინც მაღალია.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია და სტაბილიზაციისკენ სვლა გრძელდება. ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი მთავარი ინდიკატორები - ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო 7 და 14 დღის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

„როგორც იცით, ყოველი სამშაბათის მონაცემებს ვადარებთ. ახალი შემთხვევების დღევანდელ მონაცემებს, რომელიც 2 700-ის ფარგლებშია, თუ წინა სამშაბათებს შევადარებთ, მაჩვენებლები მცირდება. წინა სამშაბათს იყო 3 282, ორი კვირის წინ - 3 986, 6 დეკემბერს - 4 509, 29 ნოემ 5 050, 22 ნოემბერს - 5 085, 16 ნოემბერს - 5 204, 9 ნოემბერს - 5 751, 2 ნოემბერს - 6 024. ანუ, ეს ორი თვეა, სტაბილიზაციისკენ ნელი ტემპით სვლა აღინიშნება. ამის მიუხედავად, დღევანდელი 2 700-ც, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული ციფრია. ამიტომ, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში