საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველიდან ათი იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება.
''სკოლებში 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგები ცხადდება, ამასტან დამატებით საბჭოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავისით მიიღოს'' - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, სხვა დამატებითი რეგულაციები და ახალი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.