ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარია. ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილას იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა. მიმდინარეობს სამუშაოები.
ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტილია.

დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდებარე სახლებიდან მოქალაქეები უკვე გამოიყვანეს.
აღმაშენებლის გამზირზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.