უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18 დეკემბერი 2021, 12:36 1128 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატო-ს წევრობის საკითხს ოფიციალური კიევი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თავად გადაწყვეტენ.მხოლოდ უკრაინასა და ნატო-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდგომი განვითარების ვექტორი, მათ შორის უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი და ამავე პოზიციას იზიარებს ნატო-ც, რაც დასტურდება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის განცხადებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში