19 დეკემბერს პარიზში, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ქაჯაია, "ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება. დღეს, 23:00 საათიდან კი ევროვიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://junioreurovision.tv ხმის მიცემა იწყება.
ხმის მიცემის პრინციპი კი ასეთია:
ვებგვერდზე ირჩევთ საქართველოს და კიდევ ორ ქვეყანას. ხმის მიცემა გაგრძელდება ორი დღე. 19 დეკემბერს კი 15 წუთით განახლდება, მას შემდეგ, რაც კონკურსანტები თავიანთ გამოსვლებს დაასრულებენ.
ხმის მიცემისას ფიქსირდება IP მისამართი, ამიტომ ერთი ოჯახიდან ან ორგანიზაციიდან თუ ხდება ხმის მიცემა ტელეფონები უნდა გადავიყვანოთ 4G-ზე, რათა ყველა ხმა დაფიქსირდეს.
ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით გიგა კუხიანიძის სიმღერით "დავაგროვოთ ღიმილები" (lets count the smiles) წარდგება.
საბავშვო ევროვიზიაზე 19 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.