აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვრცელდება, რაც აუცრელებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მან მოქალაქეებს მოუწოდა, დროულად მიიღონ ვაქცინის მესამე დოზა და ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგები თავიდან აირიდონ. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით,"- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.