ბათუმის ქუჩების საახალწლო დეკორაციებით მორთვა დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე სცენა ეწყობა. აქვე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც 25 დეკემბრს საზეიმოდ აინთება. საახალწლო ღონისძიებები ქალაქში 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. დაგეგმილია ქუჩის წარმოდგენები და კონცერტები ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. 31 დეკემბერს კი გაიმართება გალაკონცერტი კულტურის ცენტრთან არსებული ,,ჯაზ ბიგ-ბენდისა“ და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე განხორციელდება პროგრამა ,,ახალი წელი შენს ეზოში“, რომლის ფარგლებშიც ანიმატორები ქალაქის ქუჩებსა და ეზოებში საახალწლო განწყობას შექმნიან. კულტურული ღონისძიებებისთვის 433 ათასი ლარია გამოყოფილი.