აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

15 დეკემბერი 2021, 19:38 884 ნახვა

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და  სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ლიდერებს ხვდებიან.

სამიტი წარმოადგენს ევროკავშირსა და რეგიონს შორის სოლიდარობის გამოხატვის საუკეთესო შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული შედეგები.

ლიდერები განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეხება.

მანამდე კი ამ საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ცალკე პირისპირ შევხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი