უკვე ათეულობით ქვეყანაში ფიქსირდება ომიკრონის შტამი. რომელმაც გამოიწვია პირველი ლეტალური შემთხვევაც. ინფექციის გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ დელტას მსგავსად, მალე ის დომინანტი გახდება. მსოფლიოს ახალი გამოწვევის გამო ფარმაცევტული კომპანიები უშუალოდ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას უახლოესი თვეების მთავარ ამოცანად აცხადებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეპიდვითარების კუთხით განსაკუთრებით რთული იქნება დეკემბერი და იანვარი საქართველოში. ნათია ლომაძე განაგრძობს საუბარს. ნათია, რა საფრთხეებზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები,არის თუ არა აგრესიული ომიკრონის შტამი