ქობულეთში სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს

12 დეკემბერი 2021, 22:08 6182 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარაში ცივი იარაღით სამი პირი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალის დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში ნახევარი საათის წინ, სამი დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებათ.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

შემთხვევის ადგილას იმყოფება კრიმინალური პოლიცია. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოფარგლული. 

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ფაქტს ადასტურებს,  მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი