პირველი ციკლოტრონები საქართველოს დროშით

12 დეკემბერი 2021, 11:45 1286 ნახვა

პირველი ციკლოტრონები საქართველოს დროშით – ბელგიაში, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ წამყვან კომპანიაში “აი-ბი-ეი“ ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი უკვე ტესტირების ეტაპს გადის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პროცესს ადგილზე გაეცნო. წარმატებული ტესტირების შემდეგ ციკლოტრონები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება. ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე – მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის. როგორც აცხადებენ პროტონული თერაპიის კლინიკა რეგიონის მასშტაბით ერთადერთი იქნება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი